ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და სოფლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ფარცხმაში ახალი წყალსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრეს. წყალსადენი მალე ექსპლუატაციაში შევა და სოფლის 60-მდე ოჯახს სასმელად ვარგისი წყლით უზრუნველყოფს. პროექტი, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ირაკლი კუჭავამ, სოფელ ფარცხმაში ახალი წყალსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა
19/03/2019