ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გახსნა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ეზო. სასწავლებელში, რომელშიც რეგისტრირებულია 120 ბავშვი, ფუნქციონირებს რამდენიმე სახელოვნებო წრე: ფოლკლორის, გიტარის, მეტყველების, ჟურნალისტიკის, თეატრალური, საესტრადო სიმღერის, რეწვის და ეკო კლუბი.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 57 682 ლარი შეადგიანა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ირაკლი კუჭავამ, რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გახსნა
02/02/2019