ირაკლი კუჭავამ, გოგოლესუბნის თემში ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები დაათვალიერა

14/05/2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, გოგოლესუბნის თემში, „მჭედლების სერზე“, ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულება 124,936 ლარს შეადგენს და შპს „ახალმშენი“ ასრულებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0