ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს უფროსთან და თემის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ბასილეთში იმყოფებოდა.
გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ბასილეთის საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და სოციალურად დაუცველი ხათუნა მექვაბიშვილის ოჯახი მოინახულა, რომელსაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად თუნუქი გადაეცა.
ირაკლი კუჭავამ ბასილეთის საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
24/07/2017