ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

28/02/2023

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და USAID-ის პროექტის – „საჯარო მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ USAID-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

„წლების განმავლობაში, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

USAID-ის პროექტთან „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) თანამშრომლობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი, კომიტეტის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა პრუდენციული დოკუმენტები მოამზადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0