საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს,რომელიც კიევში იმყოფება, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრიი პარუბიმ უმასპინძლა. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ იღებს მონაწილეობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
ირაკლი კობახიძე უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს შეხვდა
08/06/2018