საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტთან შეხვედრის მზადაა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან გააკეთა.
„თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და თუ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა
28/09/2017