ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

09/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
საუბარი, ასევე, შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, დაგეგმილ ცვლილებებს და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს.
იანოშ ჰერმანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0