ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

11/03/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, აგრეთვე – თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე სხვადასხვა სფეროში. ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებებით. აქვე განიხილეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, რა დროსაც ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0