ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

29/02/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალ წელს მიესალმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0