ირაკლი კობახიძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

26/02/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და არსებული გამოწვევები განიხილეს. ელჩებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, რუმინეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ელჩები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0