საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, კენ ვოლაკს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა პარტიული სისტემის განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა
07/02/2018