ირაკლი კობახიძე გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

30/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ გენერალ ჯონსონს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და კონსტიტუციაში შესატანი ის არსებითი ცვლილებები გააცნო, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებს უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმირების და გავნითარების პროცესში დახმარებისთვის გენერალ ჯონსონს მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში მზადყოფნა გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხებზე გაგრძელდეს და კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0