ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუტანის ზედა პალატის თავმჯდომარეს, სონამ კინგას შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის, განათლების, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის და ამ მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
ირაკლი კობახიძე ბუტანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
05/04/2017