საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ტაშკენტში, დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტი ყვავილებით შეამკო.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
ირაკლი კობახიძემ ტაშკენტში დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტი ყვავილებით შეამკო
22/01/2018