ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

29/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის – ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; ასევე, იმსჯელეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და იქ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე;
სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, ასევე, მზადება ნატოს მომავალი სამიტისთვის.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0