პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
„დღეს არის მსოფლიო უდიდეს ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მინდა მივულოცო ეს დღე ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. ვუსურვებ მათ მხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის კეთდება ბევრი რამ, თუმცა საქართველოს პარლამენტი მზად არის განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენ ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.