ირაკლი კობახიძემ მოლდოვას დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

02/03/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიშინიოვში იმყოფება, სადაც უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ გაუძღვება.
ღონისძიების ფარგლებში, დღეს ირაკლი კობახიძემ, უკრაინელ, მოლდოველ და ლიტველ კოლეგებთან, ასევე, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, მოლდოვას დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0