ირაკლი ბერაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

25/02/2023

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და მის გავლენაზე რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების და რეგიონში ნატო-ს ჩართულობის და ხილვადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0