დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ირაკლი აბუსერიძის შუამდგომლობით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ში არსებულ ყოფილ N165-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მცხოვრებმა დევნილებმა მაჟორიტარის ბიუროს აღნიშნული საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების მანძილზე არ არსებობდა საკანალიზაციო სისტემა და იძულებით გადაადგილებულ პირებს მძიმე ინფრასტრუქტურულ პირობებში უწევდათ ცხოვრება.
„მოქალაქეთა მომართვისთანავე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის შესწავლა და დღეს ეს პრობლემა გადაწყვეტილია“- აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.
დღესვე, დეპუტატმა ბიუროში მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრა გამართა.
ირაკლი აბუსერიძის შუამდგომლობით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
25/05/2016