ირაკლი აბუსერიძე და თამარ ტალიაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისნის ფილიალში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ

23/06/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე და ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისნის ფილიალში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სასახლის შენობა დაათვალიერეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს დაესწრნენ.
საკრებულოს წევრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფილიალის დირექტორთან ერთად ვაზისუბნის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე შეთანხმდნენ.
საკრებულოს წევრების განცხადებით, აღსაზრდელებისთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0