ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგია დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა

09/01/2020

საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგია დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მინისტრის განცხადებით, სტრატეგია ითვალისწინებს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად, საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში. ნათია თურნავას განმარტებით ასევე, მნიშვნელოვანია სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც გულისხმობს 2025 წლამდე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, ასევე ორგანიზაციების მაღალსიჩქარიან, ხარისხიან ინტერნეტზე წვდომას, ცოდნისა და უნარების ამაღლებას, მათ შორის დასაქმების ზრდასაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0