ინტერესთა გამოხატვის II ეტაპზე წარმოდგენილი პაკეტები გაიხსნა

03/11/2016

დღეს ბათუმის მერიაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გამოცხადებულ ,,ინტერესთა გამოხატვაში” გამარჯვებული პირის გამოვლენისა და შესაბამისი პირის შერჩევასთან დაკავშირებით პირობებისა და კრიტერიუმების დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის შეხვედრაზე კომპანიების მიერ კონკურსის მე-2 ეტაპისათვის წარმოდგენილი პაკეტები გაიხსნა. „ინტერესთა გამოხატვის“ მე-2 ეტაპზე გადასულ კომპანიებს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა წარმოედგინათ. ამისათვის კომისიამ მათ სამთვიანი ვადა განუსაზღვრა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დასრულდა. კომისია წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხილვას გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოყოფილ ექსპერტთან ერთად, 1 თვეში დაასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0