ინტენსიურმა წვიმამ შიდასასოფლო გზები და ხიდები დააზიანა

15/06/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურმა წვიმამ დააზიანა შიდასასოფლო გზები და ხიდები. დაიტბორა საყანე ფართობები. “ტვირთის ღელის” ადიდების შედეგად, ამაღლების თემში მთლიანად განადგურდა 6 ჰექტარი სავარგული. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღნუსხვის მიზნით აგრძელებენ სოფლების შემოვლას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0