ინოვაციების პროგრამა “ჰორიზონტ 2020”

03/03/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავს ეროვნული საკონტაქტო პირებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის “ჰორიზონტ 2020″-ისათვის საპროექტო განაცხადის მომზადებისა და მისი შემდგომი განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებიდან შერჩეული წარმატებული პროექტები განიხილეს.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა”, საწარმოების ინოვაციური განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ასევე, აგრარული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0