იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადავეცით

13/04/2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები წითელი ჯვრის ორგანიზაცია საქართველოს- ამბროლაურის ფილიალისა და მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დარიგდა. სასურსათო კალათა მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, რწმუნებულის მოადგილემ ლევან ქვათაძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

“იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადავეცით, მადლობა მინდა გადავუხადო წითელი ჯვრის ორგანიზაციის ამბროლაურის ფილიალს, რადგან ისინი კრიზისული ვითარების დროს თითოეულ მაცხოვრებელს მხარდაჭერას უცხადებენ. ბუნებრივია გაგრძელდება საჭიროების მიხედვით, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა, რათა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ”- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0