იმერლები ევროპალიგის მატჩებს ზესტაფონში გამართავენ

16/06/2016

საფეხბურთო სეზონის შედეგების მიხედვით ქართული კლუბები ევროტურნირებში საასპარეზოდ ემზადებიან. როგორც ს/კ „ზესტაფონის“ პრესსამსახური იტყობინება საჩხერის „ჩიხურა“ და საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ ევროპალიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთ მეტოქეებს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უმასპინძლებენ. ს/კ „ზესტაფონი“ უკვე შეუთანხმდა სამტრედიელებს უეფას ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩების დ. აბაშიძეზე გამართვის შესახებ. რაც შეეხება საჩხერლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, პირველი რაუნდის შეხვედრსა „ჩიხურა“ ზესტაფონში ჩაატარებს, დანარჩენი კი შემდეგი მოლაპარაკების საგანი გახდება. ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობა კი მიმდინარე წლის 20 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ გამოვლინდება. ევროპალიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 2016 წლის 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0