იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაზარალებული ოჯახი მოინახულა.

19/02/2019

ქუთაისში თაბუკაშვილის #86-ში, სტიქიამ ციბაძეების ოჯახი დააზარალა. გადაუღებელი წვიმის და ქარის გამო სახლის კედელი ჩამოინგრა. მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. სტიქიით დაზარალებული ოჯახის დახმარება ქუთაისის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება. ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0