იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის დელეგაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა ქართული მხარისგან ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და დეტალურად გაეცნენ აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობას. თავის მხრივ ველიკოპოლსკას დელეგაციის წევრებმა ამ მიმართულებით, პოლონეთში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. დღესვე, პოლონეთის დელეგაციის წევრები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსაც შეხვდნენ. როლანდ კოპალიანმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებისა და ზოგაგად უმაღლეს სასწავლებელში არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობაზეც მიაწოდა ინფორმაცია.
იმერეთში, პოლონეთის დელეგაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
03/07/2019