იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ირანის დელეგაცია მიიღო

20/06/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ირანის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის თავრიზის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რეზა ფოურმუჰამედმა აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0