იმერეთის რეგიონში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. სულ ქუთაისის, ვანის, სამტრედიის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების 273 მოსწავლე დაჯილდოვდა. იმერეთში სახელმწიფო რწმნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და მოადგილემ მამია მორალიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
პროგრამა ჩემი პირველი კომპიუტერი 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2 470 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2 557 მოსწავლეა.
იმერეთის რეგიონში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დასრულდა
14/11/2017