იმერეთის რეგიონში შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

01/09/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ იმერეთის რეგიონში შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს შრომის უსაფრთხოების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
შეხვერდაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითები, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და კანონით გათვალისწინებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებები. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე, რომელზეც პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია.
შეხვედრას 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონის ბიზნეს სექტორის და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება ქუთაისის მერიისა და იმერეთის სახელმწიფო რწუმუნებულის აპარატის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვა რეგიონებშიცაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0