იმერეთის მხარის გუბერნატორი ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა

09/06/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდნენ. მხარის გუბერნატორმა ევროპის თასის 1981 წლის მფლობელ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს, საფეხბურთო გუნდის ,,ტორპედოს“ 70–ე წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
საფეხბურთო გუნდ ,,ტორპედოს“ იუბილის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. სპორტის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება გამოფენა ,,ტორპედო 70“. ასევე, ცენტრალური სტადიონისთვის რამაზ შენგელიას სახელდების ოფიციალური გახსნა იგეგმება, რის შემდეგაც თბილისის ,,დინამოსა“ და ქუთაისის ,,ტორპედოს“ ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0