იმედი მაქვს, რომ მათთან ერთად ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ავაშენებთ

22/07/2016

დღეს, ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„მსურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის თითოეულ კურსდამთავრებულს მივულოცო ეს ძალიან ლამაზი დღე. დღეს, მათი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ხვალ, უფრო საინტერესო ეტაპი დაიწყება. ბევრი მათგანი დაუბრუნდება უნივერსიტეტის კედლებს და მაგისტრატურაში გააგრძელებს სწავლას, დანარჩენები დაიწყებენ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან. მე წინსვლას ვუსურვებ ახალგაზრდებს და იმედი მაქვს, რომ მათთან ერთად ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ავაშენებთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა, ხოლო 2016-2017 სასწავლო წელს უმაღლესი სასწავლებელი 3300-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.

ცერემონიას დაესწრნენ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0