ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა. კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისათვის. კონგრესის ფარგლებში, მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდრო ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.
კონგრესში მონაწილეობენ ტაჯიკეთის ენერგეტიკის მინისტრი უსმონალ უსმონზოდა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აიკ არუთუნიანი.
კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული, როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100ზე მეტი დელეგატი სტუმრობს.
კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით იმართება.
კონგრესი ორ დღიანია და ის 16 თებერვალს დასრულდება.
ილია ელოშვილმა საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა
15/02/2017