ილია ელოშვილმა თბილისში გამართულ ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღო

04/10/2017

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა თბილისში გამართულ ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღო. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიმ და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ გახსნეს. იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები.
იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სტალფაროტომ, ენერგეტიკის მინისტმა ილია ელოშვილმა და მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძემ ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას იტალიური და ქართული ენერგო- კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0