ივნისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა

04/07/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 105 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 65 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 43 ფაქტი, გურიაში – 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 44 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 2 ფაქტი, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლის მასშტაბით – 11 ფაქტი, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 44 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 2 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 100 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0