გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მინისტრი, გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბრის მთავარი თემა, ხე-ტყისა და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება გახლდათ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
“ივლიტას ბიბლიოთეკაში“ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
19/05/2016