ივანიშვილის ზოოპარკის ბინადრებივით ნუ მოიქცევით

15/04/2016

დეპუტატი თინა ბოკუჩავა პირადი ცხოვრების ჩაწერა გავრცელებასთან დაკავშირებით კანონპროექტის გამკაცრებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მსგავსი ფაქტების შემაკავებელი ბერკეტი ვერ გახდება. დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ რეპლიკებსაც გამოეხმაურა და დეპუტატებს შესაბამისი ქცევისკენ მოუწოდა.

“როდესაც გიორგი კანდელაკი საუბრობს და შემდგომ ისმის შეძახილები, რომ ნაცემი რადგან არაა მადლობა უნდა თქვას, ეს მართლაც მიუღებელია და მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი არაა, ესაა პარლამენტი, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და ძალიან გთხოვთ, მისი ზოოპარკის ბინადრებივით ნუ მოიქცევით, მოვიქცეთ შესაბამისად.
ასევე, უცნაურია და არ მესმის, როგორ შეიძლება არ იყოს უხერხული გიორგი ვოლსკისთვის საბჭოთა კავშირსა და ცეკაზე საუბრი, როცა 9 აპრილის მერე ის ცეკას ინსტრუქტურად რჩებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ მუშაობდა.
რაც შეეხება კანონპროექტს, მივესალმები იმას, რომ სანქციები მკაცრდება და ეს ასეც უნდა იყოს. პირადი ცხოვრების უკანონოდ ჩაწერა გამოქვეყნება მორალური ტერორია, მაგრამ სამწუხაროდ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ მაქვს იმედი ეს გამკაცრებული ვერსია შემაკავებელი ბერკეტი გახდება ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0