ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა

25/07/2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა.
პირველ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაკიძე. სხდომაზე წევრების ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა – აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ კომენტარებს, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0