იდექი ეხლა ამაყი სახით, “იტკვარცალე” და შენი პროვინციულ-გოიმური ქცევებით გული უხეთქე ქართულ საზოგადოებას

23/03/2016

,,ის, რომ მე ვდგავარ ამ ტრიბუნასთან, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას”-თინა ხიდაშელის ამ განცხადებასთან დაკავშირებით მოძრაობა ,,ეროვნულის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე prof-news-თან საუბარში ასე ეხმაურება:

,,ის, რომ შენ დგახარ ტრიბუნასთან, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეს არის ქართველი ერის ყველაზე დიდი სირცხვილი, რადგან მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ ყავს მოღალატე და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი თავდაცვის მინისტრი. ღმერთს ვთხოვ, რომ შენი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ერთი, თუნდაც მცირე სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს, თორემ მყისვე დაგინახავ მტრის მხარეზე გადასულს. სირცხვილი და სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის თავდაცვას ხელმძღვანელობს პირი, რომლის პირიდანაც სერგო ორჯონიკიძის მსგავსი მოღალატეობრივი ფრაზა ამოსულა–“აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ”,კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ შენი უახლოესი თანამებრძოლის ხელით ქართულ ჯარს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს უჩივლე სტრასბურგის სასამართლოში და 2008 წელს “მძინარე რუსი სამხედროების” და სეპარატისტების დაბობვა დააბრალეთ, კიდევ უფრო სამარცხვინოა რომ საქვეყნოდ აცხადებთ, რომ შვილებს სამშობლოს სიყვარულს და თავგანწირვას არ უნერგავთ, სირცხვილია რომ კაცის კაცზე დაქორწინების დაკანონებაზე ოცნებობ, სირცხვილია რომ კოალიციიდან და მთავრობიდან გაგდებენ და ვერ გაგაგდეს, რადგან თავმოყვარეობის ნასახიც არ გაგაჩნია, ყველაფერს იტან სკამის შესანარჩუნებლად, ხოლო სირცხვილის აპოგეაა საგარეჯოს არჩევნები, სადაც ისეთები იკადრე რომ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. იდექი ეხლა ამაყი სახით, “იტკვარცალე” და შენი პროვინციულ-გოიმური ქცევებით გული უხეთქე ქართულ საზოგადოებას. ნუთუ ვერ ხვდები თუ როგორ ეზიზღები შენ და შენი თანაპარტიელი “ინაურის ბიჭები” მთელს საქართველოს???”- განაცხადა ბრეგაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0