იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა

04/07/2019

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა. გიორგი არაბულის დადგმა “ბამბაზიის სამოთხე”, 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის ბრძოლაში დაღუპული დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის ხსოვნას მიეძღვნა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლს მოსახლეობასთან და ომის ვეტერანების ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური.
“ბამბაზიის სამოთხე“ ქართველი და აფხაზი, ორი შვილმკვდარი დედის სევდიანი ისტორიაა, რომელიც სცენაზე ნინო სადღობელაშვილის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა და მისი მიზანი როგორც ეროვნული, ისე ადამიანური ტრაგედიის სიღრმის ჩვენებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0