თქვენ გაქვთ უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები

10/10/2017

„თქვენ გაქვთ უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები, თუ რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე, ვის ანდოთ ქალაქის ბედი“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერ ადგილზე დასაქმებულ ადამიანს აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება.
კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელება შესთავაზა და 7 პოლიტიკა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0