თურქეთში ყველა აეროპორტი დაიხურა

16/07/2016

თურქეთში ყველა აეროპორტი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია TRT ავცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები მხოლოდ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს შეეხო, სადაც ყველა რეისი გაუქმდა. მოგვიანებით, აეროპორტის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ტანკები გამოჩნდა.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის. ტელეკომპანია “ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სამხედროების ჯგუფმა განაცხადა, რომ ძალაუფლება მათ ხელში გადავიდა. ადგილობრივი ტელეკომპანია NTV -სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში სამხედროების წრმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ძალაუფლება სრულად მოიპოვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ სამხედრო ჯგუფზეა საუბარი. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ სამხედროების ჯგუფმა „უკანონო ქმედებები“ განახოციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0