თურქეთის პარლამენტის ოთხივე პარტიამ საგანგებო სხდომაზე ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავა

16/07/2016

თურქეთის პარლამენტის ოთხივე პარტიამ ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავა. დეკლარაციაში, რომელსაც როგორც მმართველი პარტია, ისე, ოპოზიცია – სახალხო რესპუბლიკური პარტია , ეროვნული მოძრაობა და სახალხო დემოკატიული პარტია – უერთდებიან, დაგმობილია სამხედრო გადატრიალების მცდელობა და გამოთქმულია მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობის მიმართა.
თურქეთის პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0