„თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოსახლეობას მედიკამენტზე ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას მედიკამენტებთან დაკავშირებით ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე განმარტებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული თურქეთის და სხვა იმპორტიორი ქვეყნიდან წამლის ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმებისა და კონტროლის პროცესში.