ხელისუფლების წარმომადგენლები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფელში- ზნაკვაში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს პირადად გაეცნენ. სოფ.ზნაკვაში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო. გარდა იმისა, რომ სპეციალური ტექნიკით იწმინდება სასოფლო გზები, სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. თოვლწმენდის სამუშაოები ყველა თემში განხორციელდება და შესაძლებლობის ფარგლებში ინტენსიურად გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია ქ. ამბროლაურში. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიეწოდება აღდგა მუნიციპალიტეტის 38 სოფელში.
თოვლწმენდის სამუშაოები ყველა თემში განხორციელდება
24/02/2023