თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

09/01/2023

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საჭირო გახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, ამ დროისთვის, ტექნიკური მარილი დაყრილია ქალაქ დუშეთისა და მუნიციპალიტეტის მთავარ საავტომობილო გზებზე. გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელშიც. შესაბამისი სამუშაოები კვლავ გრძელდება. ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. საჭიროების შემთხვევაში კი, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის, ყველა ღონისძიება დროულად განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0