თოდრიას ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14/09/2017

რუსთავში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს თოდრიას ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.
ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება, რის გამოც თოდრიისა და კლდიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დღეს ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. საავტომობილო მოძრაობა 14 სექტემბერს, დილით განახლდება.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, დასრულდა სარწყავი სისტემისა და გარე განათების თანამედროვე ქსელის მოწყობა. გრძელდება ბორდიურების, ტროტუარებისა და გაზონების მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 907 560 ათასი ლარი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0