თინა ხიდაშელის შემცვლელის პოსტზე პრეზიდენტთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა

19/07/2016

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შემცვლელის პოსტზე პრეზიდენტთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, – ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტების კითხვა იმის შესახებ არის თუ არა ქვეყნის პირველი პირი ჩართული თინა ხიდაშელის შემცვლელის კანდიდატურის შერჩევაში.

„პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მას ჰქონდა და აქვს შეხედულებები თავდაცვის მინისტრზე. თუ კონსულტაციები არ ყოფილა, ეს არ არის მისი კომპეტენცია“, – განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტი მიესალმება ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ცდილობს ქალთა როლი და ქალები უკეთ იყვნენ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, – განაცხადა ეკა მიშველაძემ , რომელსაც დაუსვეს კითხვა იმის შესახებ თუ როგორ შეაფასებდა ის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.

„ჩვენ ვერ შევაფასებთ რომელი პარტიის სიაში ვინ არიან წარმოდგენილი. ეს მათი გადასაწყვეტია. პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა ქალების წარმოჩენას, ის მხარს უჭერდა ცვლილებებს, რომელიც გენდერულ ბალანსს სავალდებულოს გახდიდა და პრეზიდენტი მიესალმება ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მცდელობას, რომელიც ცდილობს, რომ ქალთა როლი და ქალები უკეთ იყვნენ ამ სიაში წარმოდგენილი“, – აღნიშნამიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0